“ირანისა და აშშ-ისრაელის უკვე მასშტაბური სამხედრო კონფლიქტის ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეირანი აპირებს თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობმილსადენზე მიიტანოს იერიში. ირანული წყაროების ინფორმაციით, ისრაელი მისთვის საჭირო ნედლ ნავთობს სწორედ ამ მილსადენით იღებს და შესამაბისად, ის ირანელი სამხედროებისთვის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს.
ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს 30 დრონი დააფიქსირეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
რა ცხრა პარტია? ესენი არიან ჩვეულებრივი „ნაცმოძრაობა“, რომელიც მათი პატრონების დაკვეთით სხვადასხვა სახით იყო გაფენილი - ერთი „სტრატეგია აღმაშენებელია“ ახალი სახე პოლიტიკაში და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორი, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან „ოპოზიციურ ალიანსზე” საუბრისას განაცხადა.
კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, საჭიროა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დაუყოვნებლივ განმუხტვა.
ირანის ექსპერტთა ასამბლეა დღეს საგანგებო სესიის გამართვას გეგმავს, რათა ლიკვიდირებული ირანის უზენაესი ლიდერის ვაჟი, მოჯტაბა ხამენეი, შემდეგ ლიდერად აირჩიოს | ინფორმაციას Iran International ავრცელებს და წერს, რომ მიუხედავად ზოგიერთი წევრის წინააღმდეგობისა, ექსპერტთა უმრავლესობა აიათოლა ალი ხამენეის ვაჟის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევას მაინც აპირებს.
