"ელისაშვილს შემდეგში შეუძლია კობახიძესთან ერთად ჩაატაროს ბრიფინგი"
ბატონი ელისაშვილი თვითლუსტრაციას აღარ საჭიროებს, შემდეგში შეუძლია ბატონ კობახიძესთან ერთად ჩაატაროს ბრიფინგი,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ „ევროპული საქართველო“ მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ცდილობს.
როგორც ბოკერია აცხადებს, არც ავტორიტარიზმს უნდა შეეგუონ და არც რევოლუცია დაუშვან, რის გამოც საჭიროა ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.
„რაც შეეხება იმას, რისი შეცვლა შეუძლია ოპოზიციას და რისი არა, რომ შესულიყო პარლამენტში - საკითხის ასე დასმა ფუნდამენტურად მცდარია. მანდატების გამოყენებაზე არ არის ტესტი, ტესტია ის, შეუძლია თუ არა ადამიანს ძალაუფლება დაიტოვოს, თუ უმრავლესობას მისთვის მხარი არ დაუჭერია. პასუხი არის არა, არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს გვაყენებს იმ ქვეყნების რიცხვში და იმ გზაზე, რასაც უზარმაზარი ზარალი მოჰყვება, მსხვერპლი - მორალური, ფაქტობრივი, ყველანაირი. მაშინ ხდება ან სხვანაირად შეცვლა - რევოლუციებით ან ავტორიტარიზმთან შეგუება. მეორე ხომ კატასტროფაა და არ უნდა დავუშვათ, არც რევოლუცია გვინდა, ამიტომაა საჭირო ახალი, ნორმალური, ვადამდელი არჩევნები“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ როგორც პარტია “მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, “ევროპული საქართველო“ “მავნებელი და ბნელი საქართველოა“ და ამ პარტიას მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა აქვს.
სიახლეები
- "აუცილებელია, გამოვტაცოთ ხელიდან საარჩევნო კომისია და არავითარ შემთხვევაში, არანაირი სახეცვლილი ფორმით არ დავუშვათ „რუსული კანონის“ მიღება, რომელიც ფაქტობრივად არჩევნებსაც აუქმებს"
- "გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა"
- "ვაფრთხილებ რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეულ წევრს, ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს"
- "ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად"
- "გუშინდელი აქცია იყო უფრო ხალხმრავალი, ვიდრე „მაიდნებზე“ უკრაინაში, „ეროვნული მოძრაობის“ გარიჟრაჟზე 9 აპრილს და „ვარდების რევოლუციის“ დროსაც კი"