ამ გვერდის ამობედვა

"კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ნარკოტიკული საშუალება" - კობახიძე გახარიაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ნარკოდამოკიდებულების პრობლემა ბოლო პერიოდში, "ქართული ოცნების" დატოვების შემდეგ გაუჩნდა. 

მისივე თქმით, ეს მაშინ დაიწყო, როდესაც გახარიამ საქმიანობა და ქმედებები კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას დაუკავშირა. 

 

"ის თავისი საქმიანობით და ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ძალიან მჭიდრო შეხება აქვს კონკრეტულად "კოკაინთან", არამარტო ნარკოტიკებთან, არამედ "კოკაინთან", ამის შემდეგ გაუჩნდა მას ეს პრობლემა, კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანებიც ძალიან საეჭვო კავშირებში არიან მხილებული. "ხარი ხართან დააბი", არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას. მათ შორის, ესეც ყოფილა მისი პრობლემა. როცა ნიკა მელიასთვის გადადგები, ამის მერე სხვა რამ არ უნდა გაგიკვირდეს", - განაცხადა Firstnews.ge- თან ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 315 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 20 2021

სიახლეები