ამ გვერდის ამობედვა

ირაკლი კობახიძე - ნიკანორ მელია უინტელექტო „ხულიგანია“

ამ „თავყრილობაში“ არავითარი ადგილი არ არის ნიკანორ მელიასთვის, რომელიც უინტელექტო „ხულიგანია“ და მეტი არაფერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ „2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია".

„რაც შეეხება მელიას განცხადებას, როდესაც შენ მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს - საქართველოს პარლამენტს ივანიშვილის თავყრილობას ანუ კონკრეტული პირის თავყრილობას უწოდებთ, ეს თავისთავად მეტყველებს ამ კონკრეტული ადამიანების და პარტიების სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ დამოკიდებულებაზე. ამ „თავყრილობაში“ არავითარი ადგილი არ არის ნიკანორ მელიასთვის რომელიც უინტელექტო „ხულიგანია“ და მეტი არაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.

წაკითხვა 311 ჯერ

სიახლეები