ამ გვერდის ამობედვა

"მე და მელია ვიქნებით, რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან" - მიხეილ სააკაშვილი

რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს.

სააკაშვილის წერილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ წაიკითხა.

 

"ბინძური მოშეს ახალი მესიჯბოქსია, რომ მელიას გაუხარდა მიშას დაჭერა. სწორედ მე და მელია ვიქნებით, ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან. უმოკლეს დროში ვიხსნით ქვეყანას ერთად, მე და მელია", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "სააკაშვილის დაჭერა ყველაზე მეტად ნიკა მელიას გაუხარდა".

წაკითხვა 373 ჯერ