"რომ არა უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ვერავინ იტყოდა, ეს დღე როდის დადგებოდა"
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღება არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი საქართველოსთვის.
ზურაბიშვილის თქმით, რომ არ ყოფილიყო თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ეს დღე ასე სწრაფად არ დადგებოდა.
„ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას და ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, მაგრამ უფრო მეტად უნდა ვუმადლოდეთ ამას უკრაინას და უკრაინის ბრძოლას. რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა, ყოველ შემთხვევაში, არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის დადგებოდა, ამას ვერავინ იტყოდა. ევროკავშირმა, გამომდინარე ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან, მიიღო გადაწყვეტილება, რომ აეჩქარებინა ეს პროცესი და გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიუროკრატიული. ეს იყო ის, რაც გავიგე, როცა ვიყავი ბრიუსელში და შემდეგ გადავიდა რეალობაში, დღეს ვხედავთ, რომ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს გადაეცა ეს კითხვარი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს