"ეს არის სახედაკარგული "ქართული ოცნების” ნათელი მაგალითი"
ეს არის სახედაკარგული ,,ქართული ოცნების” ნათელი მაგალითი. ამერიკის საელჩოში თუ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდებოდა დეპუტატების მხრიდან, ამას ვინმე წარმოიდგენდა?! - ასე აფასებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აშშ-ის საელჩოში ანრი ოხანაშვილსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს.
ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა დატოვოს თუ არა ანრი ოხანაშვილმა დეპუტატის მანდატი, ვაშაძის თქმით, სანამ ,,ოცნების” დეპუტატებს მანდატს ხალხი არ ჩამოართმევს, ,,არავინ არაფრის დამტოვებელი არ არის”.
"ეს არის სახედაკარგული ,,ქართული ოცნების” ნათელი მაგალითი, ამერიკის საელჩოში თუ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდებოდა დეპუტატების მხრიდან ამას ვინმე წარმოიდგენდა?! როგორ შეიძლება განსხვავებული შეფასებები არსებობდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით. უნდათ რომ აგვაცდინონ ევროპული ინტეგრაციის გზას, რასაც ვერ ეღირსებიან. როდესაც 100 000 ადამიანი იკრიბება რუსთაველზე, ეს არის ამის პასუხი. ,,ქართულ ოცნებას” ეშინია და დაგეგმილი პროვოკაციები აჩენს მათ რეალურ სახეს”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები.
„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს