ამ გვერდის ამობედვა

"მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ როგორც იქნა აღიარა, რომ ის სანქცირებულია"

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ როგორც იქნა აღიარა, რომ ის სანქცირებულია - ეს ვაი მოსამართლე სანქცირებულთა სიაში პირველი მერცხალია, თუმცა მერცხალი ლამაზი ფრინველია და უფრო სხვანაირად ვიტყოდი: - ის არის პირველი ყვავი, რომელსაც აუცილებლად მიჰყვებიან სხვებიც, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

გოცირიძე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას "სენსაციურს" უწოდებს.

 

მისივე თქმით, ინფორმაციის მიღება საელჩოს მუშაობის ერთ-ერთი ამოცანაა და მათ მოსამართლეს სრულიად ლეგალურად მიმართეს, რადგან აშშ-ში სწორედ საელჩოს პროგრამით უნდა წასულიყო.

 

"მოსამართლის განცხადება პოლიტიკური განცხადებაა, რომლის გაკეთებაც მას "ქართულმა ოცნებამ" დაავალა.

 

მთავარი განცხადების შინაარსია: - ჩვენ გავიგეთ, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას პოლიტიკურად იღებს და ის არის სანქცირებული. როგორც იქნა აღიარა, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო მას აშშ-ს ვიზა გააუქმეს - არ მისცეს აშშ-ში წასვლისა და ქართველი მოსამართლეებისთვის დაგეგმილ სემინარში მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არის სანქცია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

 

როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.

წაკითხვა 404 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 15 2022