"თუ ივანიშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდება, ეს მას ოლიგარქის სტატუსს მოუხსნის" - ვახტანგ მეგრელიშვილი
თუ ივანიშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდება, ეს მას ოლიგარქის სტატუსს მოუხსნის - ყველასთვის გასაგები გახდება, რომ ხელისუფლებაზე გავლენის მქონე ჩდრილოვანი პერსონა აღარ არსებობს,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
ამასთან, მეგრელიშვილი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის მსგავსის კანონის საქართველოში მიღებას არ ემხრობა.
"არ ვიზიარებ და არა მარტო მე არ ვიზიარებ, როგორც ვიცი, არც სხვა პარტიები არ არიან აღფრთოვანებული უკრაინული მოდელით, რომლის კონეტქსტიც სრულიად განსხვავებულია. მე არ ვეთანხმები ამ აზრს. ასეთი უაზრო კანონი მივიღოთ მხოლოდ იმისთვის, რომ ევროკავშირს ვუთხრათ, რომ "აი ჩვენ რაღაც შევასრულეთ", ეს არ არის სწორი. არ ვეთანხმებით უკრაინულ მოდელს",- განაცხადა მეგრელიშვილმა.
კითხვაზე, ოლიგარქობა ხომ არ ნიშნავს მეტს, ვიდრე მხოლოდ არაფორმალურ მმართველობას და თუ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, ეს მას ოლიგარქის სტატუსს ავტომატურად ხომ ვერ მოუხსნის, მეგრელიშვილი აცხადებს, რომ რა თქმა უნდა, მოუხსნის. "ყველასთვის გასაგები გახდება, რომ ხელისუფლებაზე გავლენის მქონე ჩდრილოვანი პერსონა აღარ არსებობს, ყველაფერი არის საჯარო და ასეთი რამ, რომ ვინმეს მდიდარი ადამიანის ხელისუფლებაში მოსვლა აეკრძალოს, არ გამიგონია,"- განაცხადა მეგრელიშვილმა.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა