"საქართველო ომს არ იწყებს, არ ერთვება ომში"
საქართველო ომს არ იწყებს, არ ერთვება ომში, მეორე ფრონტი საქართველოში არ გაიხსნება და საქართველო არ უერთდება სანქციებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რომელიმე კომპანია ან პიროვნება თუ სანქცირებულია, მას საქართველოში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში.
„ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ რომელიმე კომპანია, ან პიროვნება სანქცირებულია, რა თქმა უნდა, მას საქართველოში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. საქართველოში არსებობს კონსტიტუცია, არსებობს კანონი, ნებისმიერი ადამიანი, ეს იქნება საქართველოს მოქალაქე, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუ დაარღვევს კანონს, მას მოჰყვება ყოველთვის შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა