ამ გვერდის ამობედვა

"გაერთიანდით, დადექით თქვენს პარტიულ ინტერესებზე მაღლა და გთხოვთ დაიწყეთ თანამშრომლობა"

პირობებით ევროპული პერსპექტივისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება უნდა განვიხილოთ, როგორც პოზიტიური ნიშანი. ბევრი ქართველი იმედგაცრუებული დარჩა, მეც იმედგაცრუებული ვიყავი და ადრეც ვთქვი, რომ მესმოდა ამ იმედგაცრუების, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შესაძლებლობა არ არსებობს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.

 

„შესაძლებლობა ისევ არის, საქართველოს მისწრაფებისთვის კარი ისევ ღიაა და ყველაფერი თქვენს ხელშია, თქვენი პოლიტიკოსების ხელშია. ამას ვამბობდი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ კიდევ გავიმეორებ - გთხოვთ გაერთიანდით, დადექით თქვენს პარტიულ ინტერესებზე მაღლა და გთხოვთ დაიწყეთ თანამშრომლობა მთელი ერის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ქართველ ხალხს სურს, რომ იყოს ევროკავშირის ნაწილი და ის იმსახურებს იყოს ევროკავშირის წევრი. იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც არ შეუერთდნენ სამშაო ჯგუფებს ვეტყოდი, გთხოვთ, შეუერთდით, გამოხატეთ თქვენი პოზიციები, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს ისაა, რაც ქართველ ამომრჩეველს სურს“, - აღნიშნა კალიურანდმა.

წაკითხვა 369 ჯერ