"მნიშვნელოვანია, ბელარუსი არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს" - შალვა პაპუაშვილი
მნიშვნელოვანია, ბელარუსი, რომელიც იყო არაღიარების პოლიტიკის ერთგული ქვეყანა, ამ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თამჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტთან“ დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული დიპლომატიური ნაბიჯები, განცხადებები მივიდა ადრესატამდე და იქნება ადეკვატური რეაქციები.
„აქ მთავარი არის, რა თქმა უნდა, ძალიან მკაფიო, ცხადი და ამვე დროს გათვლილი დიპლომატიური ნაბიჯები. ვნახეთ, რომ იყო საკმაოდ ადეკვატური, მკაცრი რეაგირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, როდესაც დაიბარა ბელარუსის ელჩი და მოსთხოვა განმარტებები.
ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ლიდერის შემოსვლა საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი არის, რომ ბელარუსი, რომელიც იყო არაღიარების პოლიტიკის ერთგული ქვეყანა, ამ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ დიპლომატიური ნაბიჯები, რომელიც გადადგა, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და განცხადებები, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო, მივიდა ადრესატამდე და გვექნება ადეკვატური რეაქციები. საკმარისი არის, როდესაც ჩვენ ვნახავთ, რომ ბელარუსი არ გადაუხვევს არააღიარების პოლიტიკას, ვინაიდან ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ერთი მხრივ, არ იმსახურებდა ამ ნაბიჯს და მეორე მხრივ, ეს არის უკიდურესი წითელი ხაზი, რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას. ამიტომაც, იქნა შესაბამისი დიპლომატიური ინსტრუმენტები გამოყენებული, ჩვენი განცხადებები გაკეთებული და იმედი მაქვს, რომ ადრესატი ამას სათანადოდ აღიქვამს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"