"ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე, უმუშევრობა არის შემცირებული და კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება"
ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე არის შემცირებული, უმუშევრობა არის შემცირებული და კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება ჩვენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს, ეკონომიკური ზრდის ფონზე, პროდუქტებზე ფასები არის მომატებული, ოპოზიცია ამბობს, რომ არასწორად არის ბიუჯეტი გადანაწილებული, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 27 მილიარდი იყო.
„ოპოზიციის მმართველობის დროს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იყო დაახლოებით 27 მილიარდი. 80 მილიარდი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ბოლო ორ წელიწადში, ჩემი პრემიერობის დროს, 30 მილიარდით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა. ეს არის პასუხი და ფაქტი. ამას გარდა, მინდა, ვთქვა, რომ თითქმის 80 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ჯამში ერთად. ბიზნესი, საზოგადოებრივი სამუშაოებიც ამას ემატება და ეს არის მინიმუმი, რაც ჩვენ ამ რვა თვის განმავლობაში შევძელით. ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე არის შემცირებული, უმუშევრობა არის შემცირებული და ჩვენ კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება“, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"