"საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესება პოლიტიკურად მტრული გადაწყვეტილებაა"
უკრაინამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რომ ურთიერთობები დაიძაბოს საქართველოსა და უკრაინას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ უკრაინის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის დაწესებული სანქციების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც გია ვოლსკიმ განაცხადა, საქართველო აგრძელებს თანადგომას უკრაინისადმი, უკრაინელი ხალხისადმი, არ არსებობს ფორმატი, სადაც მძლავრი პოლიტიკური მხარდაჭერა არ იქნება საქართველოს მხრიდან.
„400-მდე განცხადება და რეზოლუცია, რომელშიც თანაავტორები ან თანამონაწილენი არიან ქართული ოფიციალური სტრუქტურები და ჰააგის ტრიბუნალსაც მიმართა საქართველომ სხვა ქვეყნებთან ერთად, რათა შეაფასონ რუსეთის აგრესია უკრაინაში. უამრავ რესურსს ხარჯავს საქართველო ჰუმანიტარული დახმარების სფეროში და უამრავ უკრაინელ ადამიანს აძლევს შვებას, მათ შორის ბავშვებს სკოლაში სწავლის საშუალებას, რომლებიც დღეს საქართველოში არიან. ამის ფონზე გამოქვეყნება სიაში საქართველოს, ქართველი მოქალაქეების ჩართულობით, იმ ჩამონათვალისა, რომლებიც სანქცირებულ უნდა იქნენ და ევროკავშირს და აშშ-ს ასეთ რეკომენდაციას აძლევენ, ძალიან არასწორი. მე ვიტყოდი, უტიფარი საქციელია ადამიანების მხრიდან, ვინც ამ თემაზე მუშაობდა უკრაინაში. ყოვლად უსაფუძვლო, ყოვლად ჩამოუყალიბებელი, პოლიტიკურად მტრული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს უკრაინის მხრიდან ნამდვილად არ ეკუთვნის. დარწმუნებული ვართ, უკრაინის მხრიდან ეს ყველაფერი, ეს მოკლე პერიოდის რთული ურთიერთობები ოფიციალურ სტრუქტურებს შორის არა თუ დაძლეული იქნება, არამედ განვითარდება ისე, როგორც ორ მოძმე ერსა და სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა