"წმინდა ილია მართლის უკვდავი სახელი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, რომ მივსდიოთ სამშობლოს უანგარო მსახურებისა და სიმართლის გზას"
დღეს დიდი ილიას დაბადებიდან 185 წელი შესრულდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.
პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სიცოცხლე ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას მიუძღვნა.
"ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სიცოცხლე ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას მიუძღვნა. მისმა მოღვაწეობამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მისმა ბრძოლამ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის გაკვალა გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით. ილიას ნააზრევი, სულიერი საზრდო, რომელიც პოეტმა დაგვიტოვა, კვლავაც აქტუალური და სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენთვის, და ასეთად დარჩება ყოველთვის.
დღეს, უდიდესი ქართველის, წმინდა ილია მართლის უკვდავი სახელი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, რომ განუხრელად მივსდიოთ სამშობლოს უანგარო მსახურებისა და სიმართლის გზას",- ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა