"შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, არჩევანი არეულობის სასარგებლოდ თუ გაკეთდება, ეს უნდა შეაფასოს საზოგადოებამ"
შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, არჩევანი არეულობის სასარგებლოდ თუ გაკეთდება, ეს უნდა შეაფასოს საზოგადოებამ, იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ სააკაშვილის გათავისუფლებაზე საუბრობენ, არის ქვეყანაში არეულობის შექმნის ინტერესი.
„პირველ რიგში, შეწყალება არ არის ჩვენი პრეროგატივა, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. ერთადერთი, რაც ამოძრავებთ ამ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ საუბრობენ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, არის ქვეყანაში არეულობის შექმნის ინტერესი. იცით, რომ სწორედ ამ მიზნით ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში, მუნიციპალური არჩევნების წინ და ზუსტად იგივე მიზნით სურთ მისი გათავისუფლება. ეს ინტერესი საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს და ამის მიხედვით გააკეთოს დასკვნები. ასევე, სალომე ზურაბიშვილი სიმშვიდესა და არეულობას შორის არჩევანს თუ არეულობის სასარგებლოდ გააკეთებს, ესეც უნდა შეაფასოს საზოგადოებამ. იმედი მაქვს, ამას არ გააკეთებს პრეზიდენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"