"აფხაზეთის ომში დაღუპული 11 გმირის ნეშტი დავუბრუნეთ მათ ოჯახებს, კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი ვუთხრა დაღუპულების ოჯახის წევრებს"
აფხაზეთის ომში დაღუპული 11 ჩვენი გმირის ნეშტი დავუბრუნეთ მათ ოჯახებს, კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სამძიმარი ვუთხრა დაღუპულების ოჯახის წევრებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული თერთმეტი პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
პრემიერ-მინისტრმა წითელ ჯვარს და ნეშტების გადმოსვენების პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ უკვე წლებია ჩვენ წითელ ჯვართან ერთად ვახორციელებთ ჩვენი გმირების გადმოსვენებას საქართველოში, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მოგეხსენებათ, რომ მანამ, სანამ ჩვენ აღვადგენთ კონტროლს აფხაზეთში და ცხინვალში, მანამდე ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. წითელ ჯვარს ამ კუთხით აქვს ძალიან, მე ვიტყოდი ფასდაუდებელი როლი და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ჩვენ 11 ჩვენი გმირის ნეშტი დავუბრუნეთ მათ ოჯახებს, მათ ოჯახის წევრებს და კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სამძიმარი ვუთხრა მათ",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი
- "საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა" - მსოფლიო პატრიარქი
- პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე