"ჩვენმა ქვეყანამ, ბოლო 10 წლის მანძილზე, გიგანტური ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების გზაზე"
დღეს მსოფლიო ზეიმობს და აღნიშნავს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, მათ შორის საქართველოც, რომელმაც ბოლო 10 წლის მანძილზე გიგანტური ნაბიჯები გადადგა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
წულუკიანის თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არასდროს არის საკმარისი და საჭიროა კიდევ უფრო მეტი მუშაობა.
„ჩვენ გვაქვს გამართული პენიტენციური სამსახური, სადაც ადამიანის უფლებები და ღირსება დაცულია, ასევე სასამართლო, რომელიც არის უფრო მეტად დამოუკიდებელი, კვალიფიციური, პროფესიონალი და მიუკერძოებელი, ვიდრე იყო 10 წლის წინ, აქ რეფორმები, გაუმჯობესების პროცესი გრძელდება. გაუმჯობესების პროცესი გრძელდება ძალიან ბევრი მიმართულებით, როგორიც არის საარჩევნო უფლება, როდესაც შემოვიდა და საბოლოოდ დამკვიდრდა პრინციპი – ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა, ასევე იქნება ეს საკუთრების, ოჯახური ცხოვრების, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, თუ მრავალი სხვა. სწორედ ამ მიღწევას და პროგრესს ვულოცავ ყველას, იქნება ის საქართველოს ფარგლებში, თუ ქვეყნის ფარგლებს მიღმა და ვუსურვებ ამ გზაზე კიდევ მეტ წარმატებას, წინსვლას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არასდროს არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი სამუშაო გვაქვს, რათა, მაგალითად, შშმ პირთა უფლებები კიდევ უკეთ დავიცვათ, რომელთათვისაც ჩვენ ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროში მივიღეთ შესანიშნავი კანონი. ქალთა უფლებები – მათთვის სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია მოხდა, მაგრამ პრაქტიკაში კიდევ მრავალი გამოწვევაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე