"არ შეიძლება 400 დღე საკუთარი ბელადის სიკვდილზე საუბარი, სირცხვილია, გაანებეთ ამ კაცს თავი"- ირაკლი კობახიძე
ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ 9 200 პატიმარზე, საერთო მდგომარეობის მიხედვით, ციხეებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10-ჯერ არის შემცირებული.
ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ პატიმრების მიმართ არის სათანადო მოპყრობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ერთადერთი, რაზეც ვიღებთ პასუხისმგებლობას, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, ნებისმიერი პატიმრისთვის, როგორი მძიმე დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს მას ჩადენილი“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვაზე, – „სააკაშვილი თუ დაიღუპება, ის სტატისტიკის ნაწილი იქნება?“ – კობახიძემ განაცხადა, რომ „400 დღე, არ შეიძლება, საკუთარი ბელადის სიკვდილზე საუბარი“.
„გირჩევთ, რომ ეს აბსოლუტური ტერმინები ამოიღოთ თქვენი ლექსიკიდან. საკუთარ ლიდერზე ამ სიტყვებით რომ ლაპარაკობთ, ეს არის უკვე რაღაცებზე მიმანიშნებელი. არ ვარგა ამ ყველაფერზე ასე საუბარი. როგორი პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა გქონდეთ, სჯობს, სხვა სიტყვები გამოიყენოთ და სხვა მიმართულებით იმსჯელოთ ამ თემაზე. 400 დღე, არ შეიძლება, ადამიანის სიკვდილზე ისაუბროთ. 400 დღე, არ შეიძლება, საკუთარი ბელადის სიკვდილზე ისაუბროთ. ეს სირცხვილია. რა დღითი დღე მძიმდება. 400 დღე საუბრობთ ერთი კაცის სიკვდილზე. ეს აჩვენებს ამ კაცის მიმართ თქვენს დამოკიდებულებას და გაანებეთ ამ კაცს თავი.
სიკვდილზე საუბრობთ და ეს აჩვენებს ყველაფრის მიმართ თქვენს დამოკიდებულებას. თქვენი პარტია და სიკვდილი ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ხართ. სიკვდილზე აგებთ ყველა კამპანიას. არ შეიძლება ასე. საზოგადოება ამას უყურებს და ამიტომაც არის თქვენი რეიტინგები დაცემული. ანუ ყველა პარტიულ ტელევიზიას რეიტინგები სერიოზულად დაცემული აქვს, რადგან სულ სიკვდილზე, არ შეიძლება, საზოგადოებას ესაუბროს. თქვენი მხარდამჭერებიც კი დაღალეთ. ჯერ ესაუბრებოდით ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების სიკვდილზე, ახლა – საკუთარი ბელადის სიკვდილზე. გაანებეთ რა, ამ ხალხს თავი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა