"ოპოზიციის ნაწილი ღიად ებრძვის ეკლესიას, პატრიარქს, ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, ყველაფერს, რაც ძვირფასია"
ცხადია, ისინი ღიად ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ყველაფერ იმას, რაც ძვირფასია, ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, ესაა მარტივი პასუხი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.
კერძოდ, კახა კალაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, „მისი აზრით, ოპოზიციის ნაწილმა რატომ არ მიულოცა პატრიარქს აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე“.
„არ ვიცი, ეს ალბათ მათ უნდა ჰკითხოთ, თუმცა ცხადია, ისინი ღიად ებრძვიან ეკლესიას, ღიად ებრძვიან პატრიარქს, ყველაფერ იმას, რაც ძვირფასია, რაც გაგვაჩნია, ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, ესაა მარტივი პასუხი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სიახლეები
- “საქართველოში პოლიტიკა აღარ არსებობს... რასაც დღეს “ოცნება” აკეთებს, ორპირობის მეტს ვერაფერს ვუწოდებ" - ვიქტორ ყიფიანი
- 27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 იანვრისთვის
- "არსებულ ფონზე დიალოგზე საუბარი არის საზოგადოების დაცინვა" - სალომე ზურაბიშვილი
- "თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე"