"შალვა ნათელაშვილისნაირი ადამიანების გამო ქართულ პოლიტიკას სახელი აქვს გატეხილი"
პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ერთ-ერთი მედიის ეთერში შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თავის დროზე „გირჩმა“ მის პარლამენტიდან გარიცხვას მხარი დაუჭირა, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, „გირჩი“ იყო ერთადერთი, რომელმაც შალვა ნათელაშვილის პარლამენტიდან გარიცხვა დაგმო.
„გირჩმა“ შალვა ნათელაშვილის პარლამენტიდან გარიცხვის წინააღმდეგ მისცა ხმა. ერთადერთი ხალხი ვიყავით, ვინც გამოვედით და ეს უმსგავსო გადაწყვეტილება, შალვა ნათელაშვილის პარლამენტიდან გაგდება დავგმეთ. გუშინ შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში დაგვაბრალა, რომ ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტიდან მის გარიცხვას მხარი დაუჭირა და ტყუილის საფუძველზე, ერთ-ერთი ოპოზიციური არხის „პრაიმ ტაიმში“ გამოგვლანძღა. მისთვის არავის შეუხსენებია, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და უსამართლოდ გავილანძღეთ. მოგეხსენებათ, შალვა ნათელაშვილს პასუხს ვერ მოსთხოვ და ამის იმედიც არ გვაქვს. ამიტომ, „ტვ პირველს“ ვთხოვთ, „პრაიმ ტაიმში“ როგორც შალვა ნათელაშვილი იყო მიწვეული ტყუილის საქადაგებლად, საშუალება მოგვეცეს ტყუილის უარყოფისთვის.
ჩვენი კოლეგების უფლებამოსილების შეწყვეტისთვის არასდროს დაგვიჭერია მხარი, სხვანაირი პარტია ვართ, ასეთ რაღაცებში არ ვმონაწილეობთ. შალვა ნათელაშვილისნაირი ადამიანების გამო ქართულ პოლიტიკას სახელი აქვს გატეხილი და ნორმალური ადამიანები პოლიტიკისგან თავს იკავებენ. პოლიტიკური სპექტრი იმიტომ არის ამ დღეში, რაშიც არის, რომ საჯაროდ არავის პასუხი არ მოეთხოვება საჯაროდ ნათქვამ ისეთ ცილისწამებაზე, რაც მარტივად გადასამოწმებელია. ასეთი იაფფასიანი განცხადება გათვლილია იმ ამომრჩეველზე, ვისზეც შალვა ნათელაშვილი მუშაობს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- 5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს" - სალომე ზურაბიშვილი
- "რა ქიმიური ნივთიერება? მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა?!" - კახა კალაძე
- "2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო"- გივი მიქანაძე
- "ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება"