"სააკაშვილის საკითხი არ არის ის, რაც საზოგადოებას აინტერესებს, ადგილი აქვს 450-დღიან სიმულაციას"
სააკაშვილის საკითხი არ არის ის, რაც აინტერესებს საზოგადოებას, ადგილი აქვს 450-დღიან სიმულაციას და ბუნებრივია, ასეთ დროს გიწევს საქმეში არა მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა, არამედ სწორედ საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა, - განუცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კითხვაზე: „ვიცით ამერიკელი ფსიქიატრის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის საქმეში, რომელიც მოწამვლაზე საუბრობს, თუმცა ირკვევა, რომ ფსიქიატრი ამერიკაში საკმაოდ დაბალი რეპუტაციით სარგებლობს“.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სიმულაციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი მიზანი, რაღაცნაირად შექმნას არა საფუძველი, არამედ საბაბი შეწყალებისთვის, მაგრამ სიმულაცია წესით არაფრის საფუძველი არ უნდა იყოს.
„ზოგადად დღეს არ მინდა საერთოდ სააკაშვილის თემაზე საუბარი. ეს არ არის ის, რაც აინტერესებს საზოგადოებას. როდესაც მთლიანობაში საქმე გვაქვს სიმულაციასთან, ასეთ დროს ბუნებრივია, გიწევს საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის სიმულაციის ლოგიკური გაგრძელება. ადგილი აქვს 450-დღიან სიმულაციას და ბუნებრივია, ასეთ დროს გიწევს არა მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა საქმეში, არამედ სწორედ საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა. ამ სიმულაციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი მიზანი, რაღაცნაირად შექმნას არა საფუძველი, არამედ საბაბი შეწყალებისთვის, მაგრამ სიმულაცია წესით არაფერი საფუძველი არ უნდა იყოს. 450-დღიანი სიმულაცია არის ის, რაც მგონი საზოგადოებას თავიდან ბოლომდე მობეზრდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- 5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს" - სალომე ზურაბიშვილი
- "რა ქიმიური ნივთიერება? მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა?!" - კახა კალაძე
- "2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო"- გივი მიქანაძე
- "ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება"