"ვინც სააკაშვილის მოწამვლაზე ლაპარაკობს, არის თაღლითი" - გია ვოლსკი
„ვინც დღეს ლაპარაკობს, რომ სააკაშვილი პუტინმა მოწამლა, თაღლითია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
მისი თქმით, თაღლითობის ახალი ეტაპი დაიგეგმა.
„განცხადებები, რომელიც ადრე არ იყო აქტუალური და უცებ გააკეთა ყველა მის გარშემო მყოფმა ადამიანმა, მიუთითებს იმაზე, რომ თაღლითობის რაღაც ახალი ეტაპი დაიგეგმა. თუკი სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ეს უნდა მოხდეს არა იმის საფუძველზე, გაპარსულია თუ გაუპარსავია, თმებდავარცხნილია, დაუვარცხნელი თუ მოუვლელია, ზოგადად, კონკრეტული პატიმარი, არამედ რამდენად კომპეტენტურია სამედიცინო ექსპერტების დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ვერ გადარჩება, ჩვენი სამედიცინო სისტემა არ ვარგა და ვერ მიხედავს მის ჯანმრთელობას და მის სიცოცხლეს.
ასეთი მონაცემები არ არსებობს. იგი მოწამლეს, მოწამლა რუსეთმა, მოწამლა პუტინმა, გამოყენებულია ცნობილი მომწამლავი ნივთიერება, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს და ვინც ამას დღეს ლაპარაკობს, თაღლითია“, - აცხადებს მმართველი გუნდის წევრი.
სიახლეები
- “საქართველოში პოლიტიკა აღარ არსებობს... რასაც დღეს “ოცნება” აკეთებს, ორპირობის მეტს ვერაფერს ვუწოდებ" - ვიქტორ ყიფიანი
- 27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 იანვრისთვის
- "არსებულ ფონზე დიალოგზე საუბარი არის საზოგადოების დაცინვა" - სალომე ზურაბიშვილი
- "თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე"