"პრეზიდენტმა უფრო იცის, არის თუ არა რომელიმე მხარის ზეწოლის ქვეშ"
„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გუშინდელი საპროტესტო აქცია ხელისუფლების დახმარების გარეშე არ გაიმართებოდა.
მისივე თქმით, არ სჯერა, რომ აქციის მონაწილეები თავისით დაორგანიზდნენ.
„ალბათ პრეზიდენტმა უფრო იცის, არის თუ არა რომელიმე მხარის ზეწოლის ქვეშ. არანაირი საფუძველი არ მაქვს, მის ნათქვამს არ ვენდო. მიმაჩნია, გუშინდელი საპროტესტო აქცია ხელისუფლების დახმარების გარეშე არ გაიმართებოდა. არ მჯერა, რომ ეს ხალხი თავისით დაორგანიზდებოდა. მიხეილ სააკაშვილის გაშვებას რომ აპირებდე და ხელისუფლებაში იყო, ზუსტად ისე უნდა მოიქცე, როგორც გუშინ ხელისუფლება მოიქცა ამ აქციის დაორგანიზებით: უნდა შექმნან მტრის ხატი სალომე ზურაბიშვილის სახით, რომ მიხეილ სააკაშვილის გაშვება მათ არ დაბრალდეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ამასთან, როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, სალომე ზურაბიშვილმა უნდა თქვას, რა არის საჭირო, რომ შეწყალების შესახებ თავისი უფლებამოსილება გამოიყენოს.
„პრეზიდენტს არ მოუცია იმისი საფუძველი, ვიფიქრო, რომ სააკაშვილს შეიწყალებს. რაც შეეხება იმას, რა უნდა ქნას, პირობა უნდა დადოს, რა იქნება მისი მხრიდან სააკაშვილის შეწყალებისთვის აუცილებელი. ასეთი პირობა ყველასთვის გასაგები იქნება. ახლა როგორც მიმდინარეობს პროცესი – შობამდე გამოუშვით პრეზიდენტი – ნაკლებად მგონია, ამ კამპანიას წარმატება ჰქონდეს. რა უნდა გააკეთოს სააკაშვილმა, რომ შეიწყალონ? „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა უნდა თქვან თავიანთი პირობა და პრეზიდენტმა უნდა თქვას, რა არის საჭირო, რომ თავისი უფლებამოსილება გამოიყენოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება