ამ გვერდის ამობედვა

"მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქ დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე სასტიკ თავდასხმას"- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება 14 იანვარს, უკრაინაში, დნეპრში ცხრასართულიან სახლზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას და გმობს მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობას.

"კატეგორიულად ვგმობ სასტიკ თავდასხმას საცხოვრებელ კორპუსზე დნეპრში, უკრაინაში. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობა საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას არღვევს.


ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა დნეპრში და მის მიღმა",წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერის გვერდზე.

წაკითხვა 346 ჯერ