"ჩემი მისამართით აგორებულია ბინძური კამპანია" - ნიკა მელია
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ზუგდიდში პარტიის წევრებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ ნიკა მელიამ განაცხადა, ოპონენტები მის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას მიმართავენ, „თუმცა მათ ბრძოლის თავიანთი სტრატეგი აქვთ“.
კითხვაზე, რატომ არ დაესწრო ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ანი წითლიძე მის მხარდასაჭერ ბრიფინგს საკრებულოს დეპუტატებთან ერთად და რატომ გამოუცხადა მხარდაჭერა ლევან ხაბეიშვილს პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან კონჯარიამ, მელიამ აღნიშნა: „არ ვიცი და ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ. აქ ვარ, რადგან ბევრი გამოწვევის წინაშეა პარტია და ქვეყანა. ეს გამოწვევები უნდა იყოს დაძლეული. აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს ძლიერმა კანდიდატმა. ჩემი მისამართით არის აგორებული ბინძური კამპანია ეს მათი სტრატეგიაა ჩემს წინააღმდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი აუცილებლად გააკეთებს სწორ არჩევანს“.
სიახლეები
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- "თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს" - ტრამპი ირანს
- "ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ
- „თუ მოხდა აფეთქება ან გაჟონვა ჩვენ სისტემა მზად არ გვაქვს" - ნინო ჩხობაძე
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა