"რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს"- ირაკლი კობახიძე
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტინი კოქსზე რადიკალური ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
„რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. ეს ნიშნავს, რომ მათი თვითმიზანია ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკის წარმოება. ყველამ კარგად იცის, თუ რა პოზიციები აქვს ტინი კოქსს. აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ამ თავდასხმას. ნახეთ, რომ ამ კანდიდატურის ყველა მხარდამჭერი მოხსენიებული იყო, როგორც კრემლის გეგმების თანამზრახველი, რაც აბსურდია. მით უფრო, რომ ტინი კოქსის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ასამბლეის 80%-ზე მეტმა“, - განაცხადა კობახიძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დაპირისპირების მიზეზი გახდა. ოპოზიციის ნაწილი ტინი კოქსს პრორუსს უწოდებს და „ქართულ ოცნებას“ მისი მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს.
ტინი კოქსი, ჯამში, 175-მა დეპუტატმა აირჩია, მეორე კანდიდატს, უკრაინელ ალექსანდრ მერეჟკოს კი მხოლოდ 44 -მა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს