"სააკაშვილს თუ გაუშვებენ, მე და „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, ამის სანაცვლოდ დავტოვოთ საკრებულო და პარლამენტი"
როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფრისთვის მზად არის, თუ დადგება შედეგი, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება.
„მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ხომ გინდათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“გაქრეს. ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, თუ ისინი დააყენებენ შედეგს, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, თუ გაუშვებენ მიხეილ სააკაშვილს, ამის სანაცვლოდ მე, ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, დავტოვოთ საკრებულოები 500-ზე მეტმა წევრმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს და დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის მინუსებიდან. ჩათვალეთ, რომ ოპოზიცია არ არის საკრებულოებში, არ არის პარლამენტში, არ აქვთ არნაირი ოფისი, ეს ხომ მათი ოცნებაა. ხომ მაგიტომ ჰყავთ სააკაშვილი მძევლად? თუ ეს შედეგი დადგება, დღესვე მზად ვარ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, 10 წუთში ეს პრობლემა მოვაგვაროთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
სიახლეები
- “საქართველოში პოლიტიკა აღარ არსებობს... რასაც დღეს “ოცნება” აკეთებს, ორპირობის მეტს ვერაფერს ვუწოდებ" - ვიქტორ ყიფიანი
- 27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 იანვრისთვის
- "არსებულ ფონზე დიალოგზე საუბარი არის საზოგადოების დაცინვა" - სალომე ზურაბიშვილი
- "თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე"