"პრეზიდენტმა ზუსტად იგივე "მესიჯბოქსით" გაგვლანძღა, როგორც "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები გვლანძღავენ"- მამუკა მდინარაძე
საკუთარი კომპლექსების, რუსეთთან დაკავშირებით ნაკეთები საქმის, ამ შემთხვევაში კი, უფრო ნაკეთები განცხადებების და კომპლექსების ჩამორეცხვის მცდელობასთან გვაქვს საქმე „ქართული ოცნების“ ხარჯზე, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გადაცემაში „იმედი LIVE".
მდინარაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი იმ ხალხის ტრენდს მიჰყვება, ვინც „ქართულ ოცნებას“ უარგუმენტოდ აბრალებს რუსული ინტერესების გატარებას. მისივე განცხადებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ ტრენდის გავლენის ქვეშ ექცევიან და მათ რიცხვშია სალომე ზურაბიშვილიც.
„ორი დღის წინ მას ( სალომე ზურაბიშვილს) ცოტა რბილად, თუმცა სწორად, მაგრამ მაინც მოუნდა ეთქვა, არ შევიწყალებ სააკაშვილს, აღიაროს დანაშაულიო, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ ჰუმანიტარული და ჰუმანური თემები თუ არსებობს, განახორციელოს, ვინაიდან, მე თუ შევიწყალებ, მიმდინარე საქმეებზე მაინც შეიძლება დაიჭირონო. „არა და არასოდეს“ ვეღარ თქვა, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა არგუმენტით თქვა, არ შევიწყალებ, იმიტომ რომ აზრი არ აქვსო. ამასობაში, ზუსტად იგივე "მესიჯბოქსით", როგორც გვლანძღავენ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები, ერთი-ერთში გაგვლანძღა. უკაცრავად ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ აქ ალბათ მთავარია კომპლექსი მე მას ახლა არ შევიწყალებ - დამნაშავე, მკვლელი და წამების რეჟიმის შემქმნელს და ავტორს, მაგრამ ამათაც ძალიან დავუქნევ თითს, რომ რაღაცნაირად ყველა ტრენდში ჩავჯდე - ვითომ დააბალანსა. შენ რომ რაღაც სიმართლის თქმა გინდა, რას აბალანსებ ცრუ ნარატივით? თქვი ეს სათქმელი, ჩვეულებრივი ამბავია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
- ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატს დამატებითი სასჯელის სახით თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის იანვარში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 586 ფაქტი გამოავლინა
- ,,ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას"- მარიამ ლაშხი
- 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი