"საქართველოს ხელისუფლება ქართული წესებით ითამაშებს"- კახა კალაძე კუბილიუსის განცხადებაზე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ქართული წესებით ითამაშებს. ამის შესახებ მან ანდრიუს კუბილიუსის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ თუ საქართველოს სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, მათი წესებით უნდა იმუშაოს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს არის შანტაჟის ნაწილი.
„ეს არის იმ თამაშისა და შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავთ და მას ხედავს საზოგადოებაც. საქართველოს ხელისუფლება ითამაშებს ქართული წესებით, გამოვა ქვეყნის ინტერესებიდან და გამოვა ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ამ რთულ გზაზე. თუმცა, თუ მათი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანდიდატის სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება მისაღები არ არის იმიტომ, რომ ომში არ ჩაერთო.
„მე უკვე ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის დადგმული სპექტაკლი მიხეილ სააკაშვილის „შემოტანით“ საქართველოში. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მომხდარიყო დაპირისპირება, გადატრიალება. ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება არ არის მისაღები იმიტომ, რომ არ ერთვება ომში, აკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ინტერესებს ეხება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ მათ აქვთ გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის:- "ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით".
როგორც კუბილიუსმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციაზე შეთანხმებულია ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.
„თუკი „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იმავე დამოკიდებულებას სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ, აშკარა იქნება, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს, რაც გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ სტატუსზე“, – აღნიშნა კუბილიუსმა.
სიახლეები
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- "თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს" - ტრამპი ირანს
- "ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ
- „თუ მოხდა აფეთქება ან გაჟონვა ჩვენ სისტემა მზად არ გვაქვს" - ნინო ჩხობაძე
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა