"ხალხის ძალა“ ღობე-ყორეს ედება და სისულელეებს იგონებს" - ალეკო ელისაშვილი
„ხალხის ძალა“ ღობე-ყორეს რომ ედება, არც მაინტერესებს, რადგან სისულელეებს და მავნებლობას იგონებს, არც ღირს, მათ დრო სერიოზულად დავუთმოთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ელისაშვილი გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, მით მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა: რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში?“
„ეს ორგანიზაცია ქვეყნისთვის დამაზიანებელია. სააკაშვილმა არ ილაპარაკოს, რას ჰქვია, პირი დასკოჩილი აქვს თუ კლიტე ედო? ერთი მთელი მსოფლიო გვეხვეწება, 500 დივიზიონი დავძრათ და მეორეა, სააკაშვილის გამოხსნა უნდათ. სამწუხაროდ, ამ აბდა-უბდაზე დროს ვკარგავთ. აბა, „ვეტერანთა კოდექსზე“ ვისაუბროთ, არ აინტერესებთ? – ვეტერანს სახლში შეუვარდნენ და მთელი სახლი დაულეწეს, ბავშვიან-ძაღლიანად რომ გამოაგდეს სახლიდან. ყოველ დღე სისულელეს იგონებენ“,- განაცხადა ელისაშვილმა.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"