"ოპოზიციის ერთი ნაწილის ზემოდან ყურება ისევ მათ ავნებს, მოუზომავი ამბიციები და ქედმაღლობა ყველას ვნებს"
ხალხის გულწრფელი მიზანი, ვიყოთ დასავლური სამყაროს ნაწილი, ზუსტად ამის გამოძახილია, რომ კონსტიტუციაში გვიწერია: ჩვენი მიზანია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ხელმოწერების შეგროვება რატომღა გვჭირდება? ევროპელებმა იციან ყველა კვლევა, რომ გვინდა, დასავლური სამყაროს ნაწილი ვიყოთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა „გირჩი – მეტი თავისუფლების“, „დროას“ და „სტრატეგია აღმაშენებელის“ განცხადებაზე, რომ იწყებენ კამპანიას „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“.
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის ერთი ნაწილის ზემოდან ყურება თავად მათ ავნებს, რადგან მოუზომავი ამბიციები და ქედმაღლობა ყველას ვნებს.
„ოპოზიციის ნაწილის ამაო ძალისხმევაზე კრიტიკულ შეფასებას რომ ვიტყვი, სწყინთ ხოლმე და რაღაცებს გვაბრალებენ. ამ ქვეყანაში 30 წელია, კვლევა რომ ტარდება, 85 პროცენტზე ნაკლები არ ყოფილა, რომ ხალხს უნდა ევროკავშირსა და ნატო-ში. ის, რომ ხალხის გულწრფელი მიზანია, ჩვენ ვიყოთ დასავლური სამყაროს ნაწილი, ზუსტად ამის გამოძახილია, რომ კონსტიტუციაში გვიწერია – ჩვენი მიზანია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. მეტი რა გვინდა? ხელმოწერების შეგროვება რატომღა გვჭირდება? ევროპელებმა იციან ყველა კვლევა, რომ გვინდა, დასავლური სამყაროს ნაწილი ვიყოთ. ეს ამაო ძალისხმევა რა მიზანს ემსახურება? პირდაპირ ევროპელებს ველაპარაკოთ, რას ნიშნავს? ევროკავშირის ელჩი მოდის და მასთან ვსაუბრობთ, ბრიუსელში ჩავდივართ და ვეუბნებით, რომ მათთან გვინდა. ყელყელაობაა – გინდა თუ არა, მე ვარ მხოლოდ პროდასავლური, დანარჩენი ბნელია. მეტისმეტად იღერებენ ყელს, რომ მხოლოდ ისინი არიან პროდასავლურები. ჩემს თავზეც შემიძლია ვილაპარაკო, რომ ქართველი პოლიტიკოსების პრობლემაა, საკუთარი ჭუჭრუტანის იქით ვერაფერს ვხედავთ და მიგვაჩნია, რომ დედამიწა ჩვენ გარშემო ბრუნავს, ეს ღიმილის მომგვრელია. მოსახლეობის 85 პროცენტს უნდა, რომ ევროკავშირის წევრი ვიყოთ. ოპოზიციის ერთი ნაწილის ზემოდან ყურება ისევ მათ ავნებს – მოუზომავი ამბიციები და ქედმაღლობა ყველას ვნებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
სიახლეები
- 5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს" - სალომე ზურაბიშვილი
- "რა ქიმიური ნივთიერება? მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა?!" - კახა კალაძე
- "2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო"- გივი მიქანაძე
- "ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება"