"ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ მათი ამოცანა არის ხელისუფლების გადატრიალება, შეცვლა და ომის დაწყება"
ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ მათი ამოცანა, მიზანი არის ხელისუფლების გადატრიალება, შეცვლა და ომის დაწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მერაბიშვილმა აღიარა, რომ მათი მიზანი არის მეორე ფრონტის გახსნა.
„დღეს ხაბეიშვილი არის მერაბიშვილი-კეზერაშვილის ტანდემის მიერ მართული. ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მეორე დაპირისპირებული ფრთა არის ახალაია-მელიას ფრთა. გუშინ ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა, თქვა, რომ მათი ამოცანა, მათი მიზანი არის ხელისუფლების გადატრიალება, შეცვლა და ომის დაწყება. კაცმა აღიარა, რომ მათი მიზანი არის ომის წარმოება რუსეთის წინააღმდეგ, ანუ მეორე ფრონტის გახსნა, რასაც ჩვენ ვუყვებოდით ხალხს, ჩვენს საზოგადოებას მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველა ეს პროვოკაცია, დაწყებული სააკაშვილის შემოგზავნით, დამთავრებული უამრავი პროვოკაციით, რომელიც თავიდან ავიცილეთ. ახლა უკვე ეს გუშინდელი და რამდენიმე დღის წინანდელი აქციები“, – განაცხადა პრემიერმა „იმედის“ ეთერში.
სიახლეები
- 5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს" - სალომე ზურაბიშვილი
- "რა ქიმიური ნივთიერება? მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა?!" - კახა კალაძე
- "2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო"- გივი მიქანაძე
- "ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება"