"რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ეს არის თანამედროვე ფაშიზმი"- არჩილ თალაკვაძე
როდესაც ადამიანებს ართმევ უფლებას, არ დაგეთანხმონ და ამის გამო დევნისკენ მოუწოდებ, რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ეს არის ზუსტად თანამედროვე ფაშიზმი. ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ მთელი საზოგადოება, რათა ამ ადამიანებს არ მიეცეთ საშუალება, რომ პროტესტი, რომელიც იყო წინა დღეებში, თავისი ბნელი მიზნებისთვის გამოიყენონ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პროტესტის ისე წარმოჩენა, რომ საქართველოში დემოკრატია ჩიხში შევიდა და ხელისუფლება თითქოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ მუშაობს, არის სიცრუე და პოლიტიკური აფიორა.
„პროტესტი ყოფილა ყველგან ევროპაში, ამ დღეებშიც სხვადასხვა ქვეყანაში იყო პროტესტი, შესაბამისად, ამის წარმოჩენა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ისე, რომ საქართველოში დემოკრატია ჩიხში შევიდა და ხელისუფლება თითქოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ მუშაობს, ეს არის სიცრუე და პოლიტიკური აფიორა. ამას ლაპარაკობენ ის პოლიტიკოსები, რომლებმაც თავის დროზე საქართველოში ყველაფერი ევროპული დაასამარეს. თავისთავად მოწოდება დევნისკენ, ადამიანებს იმის უფლება აუკრძალო, რომ არ დაგეთანხმონ და ამის გამო დევნა დააანონსო, რასაც აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, ეს არის ზუსტად თანამედროვე ფაშიზმი, ეს მიუღებელია და ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ მთელი საზოგადოება, რათა ამ ადამიანებს არ მიეცეთ საშუალება, რომ პროტესტი, რომელიც წინა დღეებში იყო, თავისი ბნელი მიზნებისთვის გამოიყენონ. რა თქმა უნდა, მათგან არ არის გასაკვირი, რომ ამაში ფულსაც გადაიხდიან, თავის კონტროლქვეშ არსებულ მედიასაც ამუშავებენ, ლობისტებსაც დაიქირავებენ, რომ როგორმე დააზიანონ დღეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ამის შედეგად დესტაბილიზაციის მცდელობები გამოუვიდეთ ქვეყანაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სიახლეები
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
- ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატს დამატებითი სასჯელის სახით თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის იანვარში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 586 ფაქტი გამოავლინა
- ,,ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას"- მარიამ ლაშხი
- 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი