"დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ წერტილი დაუსვა უსაფუძვლო აჟიოტაჟს"- ანრი ოხანაშვილი
„დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ ის პოზიცია დაადასტურა, რაც ჩვენ გვქონდა - მან წერტილი დაუსვა უსაფუძვლო აჟიოტაჟს, როცა რადიკალური ოპოზიცია ამბობდა, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხზე კანონის მიღება დაუშვებელი იყო, - ეს განმარტება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.
ოხანაშვილის თქმით, ვენეციის კომისიამ საკუთარ დასკვნაში აღნიშნა, რომ საკითხის კანონით მოწესრიგება სავსებით შესაძლებელია.
ოხანაშვილი იმასაც ამბობს, რომ არის საკითხები, რაც დაზუსტებას საჭიროებს.
"ჩვენ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნამდე ვთქვით: - ვინაიდან უკრაინულ კანონს ერთი ერთში ვიღებთ, რადგან ევროკომისიას უკრაინული მოდელის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, ჩვენ არაფერს შევცვლით იმის მიუხედავად, რომ მიგვაჩნია, რომ გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია. ამიტომ კანონპროექტი ვენეციის კომისიას იმ ფორმით გავუგზავნეთ, რა ფორმითაც ის უკრაინამ მიიღო და რომელიც მოწონებულ იქნა ევროკომისიის მხრიდან, რათა სასპეკულაციო სივრცე არ დაგვეტოვებინა. ვენეციის კომისიის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები ჩვენ დასაწყისშივე გვქონდა, ამიტომ საკითხს დავუბრუნდებით, ვიმსჯელებთ, გავაანალიზებთ და შესაბამისს გამართულ კანონს მივიღებთ, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
სიახლეები
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
- ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატს დამატებითი სასჯელის სახით თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის იანვარში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 586 ფაქტი გამოავლინა
- ,,ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას"- მარიამ ლაშხი
- 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი