"ლევან იოსელიანი არასოდეს გახდება ნინო ლომჯარია, ამის ძალიან მწამს"
ლევან იოსელიანი ნინო ლომჯარია არასოდეს გახდება, ამის ძალიან მწამს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდოდათ აგენტი და ჯაშუში ამ თანამდებობაზე.
„სამი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატის მიმართ ბულინგი წარმოებდა. შემიძლია, ვივარაუდო, რომ ეს მოდიოდა იმ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებმაც ლევან იოსელიანის არჩევისთანავე მის არჩევაზე ნეგატიური განცხადება გამოაქვეყნეს. ეს იყო დაახლოებით 10-15 ენჯეო, რომელიც არის ყველაზე მდიდარი ენჯეო და ისინი გამოირჩევიან ყველაზე რადიკალური ქმედებებით. ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის შემადგენელი ნაწილი. მიზეზია ერთი – მათ იფიქრეს, რომ ლევან იოსელიანი არ არის აგენტი, არ არის ჯაშუში და, აქედან გამომდინარე, მათ გაუჭირდებოდათ ამ ადამიანის დაქვემდებარება ისე, როგორც თავის დროზე მარტივად დაიქვემდებარეს ნინო ლომჯარია. ლევან იოსელიანი ნინო ლომჯარია არასოდეს გახდება, ამის ძალიან მწამს და, რა თქმა უნდა, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდოდათ აგენტი და ჯაშუში ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს