"სააკაშვილის ჯილდო,ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის განმტკიცებაში პარადოქსულია"- არჩილ გამზარდია
პრემიერის განცხადებას, მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოებასთან დაკავშირებით ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა რომ პრემიერმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, რადგან მან არ იცოდა რომ სააკაშვილი არა ნორვეგიამ, არამედ ერთ-ერთმა პარტიამ დააჯილდოვა.
"ბატონი პრემიერი, რომ აცხადებს, სააკაშვილის დაჯილდოვება იგივეა, რაც საქართველომ ბრეივიკი დააჯილდოვოსო, პრემიერი რომ ხარ, სანამ განცხადებას გააკეთებ, ხომ უნდა გაარკვიო სურათი და შემდეგ ილაპარაკო - სააკაშვილი ნორვეგიამ კი არა, ერთ-ერთმა პარტიამ დააჯილდოვა.
სახელმწიფოსა და ერთ-ერთ პარტიას შორის პრემიერი განსხვავებას ვერ უნდა ხედავდეს? დიპლომატიასა და ადეკვატურობაში ვინმემ წვრთნა ჩაუტარეთ, რომ ყოველ ჯერზე თავს გვჭრის სახელმწიფოს, რადგან ასეა თუ ისე, სახელმწიფოს წარმოადგენს პრემიერმინისტრი.
თავად ჯილდო, თუნდაც მხოლოდ ერთი პარტიისგან, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის განმტკიცებაში კი მართლაც პარადოქსულია, რადგან ადამიანის უფლებების სფერო იყო საკითხი, რასაც გადაჰყვა მისი ხელისუფლება და რის გამოც დღემდე ვერანაირ ემპათიას ვერ იღებს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისგან"- წერს არჩილ გამზარდია.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა