"კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ქუჩის არანაირი რესურსი არ აქვს, ვერ შეძლებენ ხალხის მობილიზებას"
მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების დასანქცირება მიუღებელია საზოგადოებისთვის და როდესაც „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ პირიქით, ამ საკითხის გარშემო გამოიყვანოს ხალხი ქუჩაში, ბუნებრივია, მათ ამის არანაირი რესურსი არ აქვთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მტკიცებულებების გარეშე ქართველი მოსამართლეების დასანქცირება არის სწორედ ის საკითხი, რაც საზოგადოებაში სათანადო რეაქციას იწვევს.
„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ქუჩის არანაირი რესურსი არ აქვს. ვერანაირად ვერ შეძლებენ ქუჩაში ხალხის მობილიზებას, მით უმეტეს, ისეთ თემასთან დაკავშირებით, რაზეც სწორედ ხალხს აქვს სათანადო რეაქცია. როდესაც მტკიცებულებების გარეშე ასანქცირებენ ქართველ მოსამართლეებს, სწორედ ეს არის ის საკითხი, რაც იწვევს საზოგადოებაში სათანადო რეაქციას. რეაქცია, რომელიც უკავშირდება უკმაყოფილებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების დასანქცირება არის მიუღებელი საზოგადოებისთვის და როდესაც „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ პირიქით, ამ საკითხის გარშემო გამოიყვანოს ხალხი ქუჩაში, ბუნებრივია, მათ ამის არანაირი რესურსი არ აქვთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- 5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს" - სალომე ზურაბიშვილი
- "რა ქიმიური ნივთიერება? მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა?!" - კახა კალაძე
- "2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო"- გივი მიქანაძე
- "ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება"