"სააკაშვილს სტატიებისთვის სჭირდება საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა, საერთაშორისო გამოცემაში ახალი სტატია უნდა დაიბეჭდოს"- მამუკა მდინარაძე
სტატიებისთვის სჭირდება „ნიუსის" საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა, საერთაშორისო გამოცემაში ახალი სტატია უნდა დაიბეჭდოს. ამაში ბევრი ფულია გადახდილი და საქართველოს წინააღმდეგ ამანაც უნდა იმუშაოს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გონება დაკარგა და რკინის მაგიდას თავი დაარტყა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა რკინის მაგიდას თავი ჩამოარტყა, თემის დრამატიზებას ემსახურება.
„საზოგადოების არცერთ წევრს არ უკვირს ის, რომ იტყუებიან. რკინის მაგიდა არ არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რკინის მაგიდას ჩამოარტყა თავი, რაღაც მეტი დრამატიზებისთვის, ამ თემის მეტი გაბერვისთვის. სინამდვილეში ეს არის ცალკე აღებული „ფეიკ კამპანია“ , რომელიც ჯდება მილიონობით დოლარი. ერთი მილიონი და მეტი, უკვე გადარიცხულია ოფიციალურად ლობისტებისთვის და არაოფიციალურად, რა ჯდება და ის შეკვეთილი სტატიები ასე მარტივად რომ არ გაივლიდა, ესეც ძალიან კარგად ვიცით და ამ სტატიებისთვის სჭირდება "ნიუსის" საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა, საერთაშორისო გამოცემაში ახალი სტატია უნდა დაიბეჭდოს. ამაში ბევრი ფულია გადახდილი და საქართველოს წინააღმდეგ ამანაც უნდა იმუშაოს. ამაში ხდება ფულის გადახდა, ამ მავნებლობაში. კონკრეტული შეკვეთილი სტატიებით თავის როლს ასრულებენ, გასაგებია, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო ამ „ფეიკებსაც“ საბედნიეროდ წარმატებით უმკლავდება“- განაცხადა მდინარაძემ.
გარდა ამ საკითხისა, მან ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზე.
„არანაირი "ნაციონალური მოძრაობა" არ არსებობს. არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არის ინსტრუმენტი უბრალოდ, სხვის ხელში, სხვისი დავალებების შემსრულებელი. ჩვენ მათთან საბრძოლველი არაფერი გვაქვს, ისინი ცალკე აღებული საერთოდ არაფერს წარმოადგენენ. „ნაცმოძრაობა“, როგორც ასეთი, არანაირ სერიოზულ ძალას, ოდნავ მაინც არ წარმოადგენს. უბრალოდ ამ საერთო კონტექსტში დავალების მიმცემი და საქართველოში დავალების მიმღები ადამიანების კრებული ქმნის პრობლემას ეროვნულობის წინააღმდეგ, მათ შორის ამ ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურობის წინააღმდეგ და აი, ამათთან გვაქვს ჩვენ საქმე და არა, ცალკე აღებული „ნაცმოძრაობა“. ისინი საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ისინი არიან სატელევიზიო პროდუქტი. ტელევიზიამ ერთი ორი კვირა რომ მათზე არაფერი თქვას, შეიძლება საერთოდ დაავიწყდეს ყველას, შენი „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა