"სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე მოვუწოდებ სააკაშვილს, შეწყვიტოს თვითდაზიანება"
სტრასბურგის სასამართლოს ყველა კრიტერიუმი სახელმწიფოს მხრიდან იყო დაცული, თუკი ვინმე ამ კრიტერიუმებს არ იცავდა, იყო თავად პატიმარი სააკაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო.
„არაერთხელ ავხსენით, რომ სტრასბურგის სასამართლოს რამდენიმე კრიტერიუმი აქვს იმის შესაფასებლად არის თუ არა პატიმარი და მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე დაცული პენიტენციურ სისტემაში ან პენიტენციური სისტემის გარეთ გაყვანის პირობებში, სამოქალაქო სექტორში. ხშირად ვამბობდით, რომ სტრასბურგის სასამართლოს ყველა ეს კრიტერიუმი იყო სახელმწიფოს მხრიდან დაცული, თუკი ვინმე ამ კრიტერიუმებს არ იცავდა, იყო თავად პატიმარი სააკაშვილი. ეს დღეს დადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კიდევ ერთხელ შემიძლია, მოვუწოდო პატიმარ სააკაშვილს, რომ აღადგინოს ნორმალური კვებითი რეჟიმი, შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება და მშვიდ პირობებში ისე, მისი ჯანმრთელობის დაცვის საშუალება მისცეს ექიმებს და სახელმწიფოს, მოიხადოს ის კანონიერი სასჯელი, რომელიც მას დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ სრულიად დამსახურებულად მიუსაჯა“, – განაცხადა წულუკიანმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პლასტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულია ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები" - რაკლი კობახიძე
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება