„ახლა, რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად აცხადებს, რომ „ახლა, რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის“.
მისი თქმით, ამერიკა სიტუაციის მონიტორინგს გააგრძელებს და საჭიროების მიხედვით გადადგამს დამატებით ნაბიჯებს.
„თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისები განხორციელდება, ეს არა მხოლოდ აშშ-ის და სხვა დასავლური ქვეყნების მზარდ შეშფოთებას გამოიწვევს, არამედ იმ კომპანიების, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში მუშაობენ, თუ მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც რეგულაციებს ექვემდებარებიან. დასავლეთის ყველა სახელმწიფო დისტანცირდა რუსეთის ფედერაციისგან და ვთვლით, რომ ახლა არ არის რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის.
ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ ჩვენს შეშფოთებასთან დაკავშირებით და ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ იმ ფაქტზეც, რომ მივიღეთ ნაბიჯები რუსული თვითმფრინავების ჩვენს საჰაერო სივრცეში შეღწევის აკრძალვის მიზნით, ისევე როგორც ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და საჭიროებისამებრ გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს“, - აცხადებს ვედანტ პატელი.
სიახლეები
- 5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს" - სალომე ზურაბიშვილი
- "რა ქიმიური ნივთიერება? მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა?!" - კახა კალაძე
- "2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო"- გივი მიქანაძე
- "ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება"