"მტკივა, რომ ახლა რუსული სიბნელე ახშობს თავისუფალ საქართველოს" - ოლექსი დანილოვი
საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და წარსულში დატოვებს იმ ბნელ დროს, რომელიც ახლა მას ჩრდილოეთის საზიზღარი ჭაობებიდან ადევს, - ამის შესახებ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი “ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, სტკივა, რომ ახლა „რუსული სიბნელე ახშობს თავისუფალ საქართველოს“.
„უკრაინელები თქვენს გვერდით იქნებიან თავისუფლების ბრძოლაში მონობის წინააღმდეგ. მტკივა, რომ ახლა რუსული სიბნელე ახშობს თავისუფალ საქართველოს, მაგრამ ჩვენ გავუზიარებთ ჩვენი ბრძოლის გამოცდილებას და ვიცით, რომ საქართველო იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი, ტერიტორიულად გამთლიანებული და სუვერენული! მოდით, ერთად ვიყოთ!“, - წერს დანილოვი.
სიახლეები
- "რკინის ლედი" - ზოდიაქოს 6 ყველაზე გავლენიანი და მბრძანებელი ქალი
- პირველი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმება იზღუდება
- "კრემლი დაბნეულია, ტრამპი რუსეთთან ორმაგ თამაშს თამაშობს" - The Times
- "საქართველო შესულია უმძიმეს გეოპოლიტიკურ ჩიხში" - მიხეილ სააკაშვილი
- "ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს" - გია ვოლსკი