"ხოშტარია გამოირჩევა მოწოდებებით, თითქოს რუსული ბიზნესის შემოსვლა დამაზიანებელია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, პარალელურად, რუსულ რუბლებს ურიცხავენ"
ელენე ხოშტარია გამოირჩევა მოწოდებებით, თითქოს რუსული ბიზნესის შემოსვლა დამაზიანებელია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, პარალელურად, რუსულ რუბლებს ურიცხავენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“.
„ჩვენ ვისმენდით ამ ადამიანის განცხადებებს 2012 წლამდე, როგორ მოუწოდებდა და მიესალმებოდა, თუნდაც რუსი ტურისტების, რუსული ბიზნესის შემოსვლას, თუმცა დღეს გამოირჩევა მოწოდებებით, თითქოს ეს ყველაფერი დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. პარალელურად, რუსეთიდან პირდაპირ რუსულ რუბლებს ურიცხავენ. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი და ამ ადამიანების ნამდვილი სახე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სიახლეები
- "რკინის ლედი" - ზოდიაქოს 6 ყველაზე გავლენიანი და მბრძანებელი ქალი
- პირველი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმება იზღუდება
- "კრემლი დაბნეულია, ტრამპი რუსეთთან ორმაგ თამაშს თამაშობს" - The Times
- "საქართველო შესულია უმძიმეს გეოპოლიტიკურ ჩიხში" - მიხეილ სააკაშვილი
- "ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს" - გია ვოლსკი