"მერაბიშვილსა და კეზერაშვილს კი არ ვებრძვი, ეგ მათთვის პატივი იქნებოდა, ვებრძვი ყველაფერს იმას, რასაც ისინი განასახიერებენ"- ნიკა მელია
მე მერაბიშვილსა და კეზერაშვილს კი არ ვებრძვი, ეგ მათთვის პატივი იქნებოდა, ვებრძვი ყველაფერს იმას, რასაც ისინი განასახიერებენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, ტოქსიკურ ხელისუფლებას ტოქსიკური ძალით ვერ შეებრძოლები.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს ამომრჩევლებმა უარი უთხრა. თუმცა, შემდგომ, მათი ნაწილი, პოზიტიური მუშაობის შედეგად ისევე ჩვენი ამომრჩეველი გახდა. მათ უარი უთხრეს ენმ-ს არა მშენებლობისთვის, აღმშენებლობისთვის, პოზიტიური რეფორმებისთვის, არამედ ძალმომრეობის გამო. ბიზნესის რეკეტის გამო, მურუსიძეების გამო და დღეს რას ვხედავთ?! ზუსტად ის ადამიანები, ვინც შობა მურუსიძე, ჩინჩალაძე, მართავენ პროცესებს.
საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი რომ არ კონსოლიდირდება ამ მანკიერების გარშემო არ მიკვირს, ამან გამოიწვია გახლეჩა. ეს მლიქვნელობა, ეს ანგარებითი პოლიტიკის კეთება, უნდა დასრულდეს", - განაცხადა ნიკა მელიამ.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა