"ბენდუქიძემ, ნაყოფიამ რუსეთში იშოვეს ფული, ისინი არ არიან რუსულ კავშირებში მხილებული, სამაგიეროდ, თურმე რუსი ოლიგარქი ყოფილა ივანიშვილი"
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს რუსეთის ფედერაციაში არ აქვს არავითარი აქტივი.
„ბენდუქიძემ სად იშოვა ფული? ბენდუქიძე იყო თუ არა რუსი ოლიგარქი? ბენდუქიძემ იშოვა ფული რუსეთში, ნაყოფიამ იშოვა ფული რუსეთში – არის თუ არა კობა ნაყოფია რუსი ოლიგარქი? „ნაცმოძრაობას“ არ აქვს არცერთ კითხვაზე პასუხი, ყველაფერში გაჭედილები არიან. „ნაცმოძრაობას“ არ აქვს არაფერზე პასუხი, რადგან არაფერში მართალი არ არის. არ აინტერესებთ, რომ ხოშტარია 5 მილიონ რუბლს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არ აინტერესებთ, რომ კახა ბენდუქიძემ და კობა ნაყოფიამ რუსეთში იშოვეს ფული. ნაყოფია, ბენდუქიძე და სხვები არ არიან რუსულ კავშირებში მხილებული, სამაგიეროდ, ბიძინა ივანიშვილი ყოფილა თურმე რუსი ოლიგარქი. თქვენ ყველაფერში ხართ მტყუანი. ბენდუქიძეს ხომ აქვს რუსეთში ნაშოვნი ფული? რა შუაშია, რომ ცოცხალი არ არის, სურათები უკიდიათ ოთახებში და ბენდუქიძე დღემდე ითვლება „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ბელადად და კობა ნაყოფია დღემდე არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი. თქვენ ოდესმე დაინტერესებულხართ ბენდუქიძის, კობა ნაყოფიას ფლის წარმომავლობით? თქვენი პარტიის წევრია. ბენდუქიძე იყო თქვენი პარტიის წევრი და კობა ნაყოფიაც არის თქვენი პარტიის წევრი, მაგიტომ არ გაინტერესებთ. ხოშტარიაც მაგიტომ არ გაინტერესებთ, რომ თქვენი პარტიის წევრია, „ტვ პირველი“ არის ნაცმოძრაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს