"სააკაშვილმა ტყუილებში ყველას გაუსწრო, 600 დღე კვდებოდა, 600 დღე პოლიტიკიდან მიდიოდა, შემდეგ ქართული დაავიწყდა"
ვისურვებდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაჰყვეს ბოლომდე იმ გზას, რასაც ხაბეიშვილი სთავაზობს. რეალურად, ეს არ არის ხაბეიშვილის გზა, ეს არის მერაბიშვილის, კეზერაშვილის და იმ უბედურების მომტანი ხალხის გზა, რომელმაც საქართველოს და ქართველ ხალხს რაც დაატეხა თავს, კარგად ვიცით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ხაბეიშვილი ახმოვანებს იმას, რასაც ეუბნებიან.
„გააგრძელონ ასე და დავინახავთ 2024-ში როგორ პირწმინდად დამარცხდებიან. რაც შეეხება სააკაშვილს, რაღა დროს მიშა სააკაშვილია, არ ვიცი რა როლი უნდა ჰქონდეს. არ ვიცი როგორ იქნება, სააკაშვილი მობრუნდება და დაუბრუნდება საქართველოს პოლიტიკას თურმე და ამ ყველაფერს შემდეგ უკვე პირად კონტროლზე აიყვანს ხაბეიშვილი, შემდეგ მარცხნიდან მათ მიერ პატივაყრილი მელია დააზღვევს ამ პროცესებს, ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია. რა როლი უნდა ჰქონდეს, როდესაც თუ ვინმე მსოფლიო ისტორიაში ახსოვთ, როგორც ცნობილი მატყუარა, ყველას გაუსწრო. დღეს მსოფლიო ისტორიაში პირველ ადგილს იკავებს, რომელიც 600 დღე კვდებოდა, 600 დღე პოლიტიკიდან მიდიოდა, შემდეგ უკვე ქართული დაავიწყდა. ვხედავდით მთელ ამ კასკადს და საინტერესოა, ახლა როგორ შეაფასებენ ის ადამიანები, რომლებიც იძახდნენ, რომ პრაქტიკულად საათებია დარჩენილი ფატალურ შედეგამდე“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
სიახლეები
- "ვერავინ შეძლებს მთელი მსოფლიოს სამუდამოდ მოტყუებას, ვერც პუტინი, ვერავინ შეძლებს ყველას წინააღმდეგ წასვლას" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ამომრჩევლებს დავპირდით, რომ განათლების რეფორმა პრიორიტეტული იქნებოდა, ეს განათლების ის რეფორმაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა"
- "რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომს, თუმცა თუ ევროპა მოინდომებს და დაიწყებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ"- ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 დეკემბრისთვის
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო