"მზად ვართ, შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია, ვიმედოვნებთ, ჩვენი ძალისხმევა დაფასდება" - პრემიერი
საქართველომ ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან განსაზღვრა ევროინტეგრაციის გზა, ჩვენ ამ გზას მივყვებით ფრთხილად, დიდი მონდომებით და ნებისყოფით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ელოდება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„ჩვენი მხრიდან, ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია და ვიმედოვნებთ, ჩვენი ძალისხმევა დაფასდება და მალე საქართველო შეუერთდება ევროპულ ოჯახს. უფრო მეტიც, მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას შეუძლია, დაიკვეხნოს იმით, რომ განხორციელდა ყველა ის რეფორმა, რამაც საქართველო წარმატებულ ქვეყანად აქცია კორუფციასთან ბრძოლაში, ბიუჯეტის გამჭვირვალობაში, ბიუროკრატიის შემცირებაში, ბიზნესის შექმნის ხელშეწყობაში. ჩვენ ჩვენი ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა გავხადეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი. საქართველო იქნება თქვენი ასამბლეის სანდო, ღირსეული პარტნიორი და თავის წვლილს შეიტანს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დიდ მშენებლობაში.
კიდევ ერთხელ მსურს, გამოვხატო, რომ პატივია საქართველოსთვის ამ ისტორიული სესიის საზეიმო სხდომაში მონაწილეობა და გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას. ვიცი, რომ თქვენს ქართველ მასპინძლებს, რომლებიც აცნობიერებენ სტუმართმოყვარეობის მოვალეობას, აქვთ კულტურული პროგრამა თქვენთვის და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ თქვენი ყოფნა ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იქნება. თქვენს ქვეყნებში დაბრუნებამდე საქართველოს უკეთ გაგაცნობთ და ვინ იცის, შესაძლოა, აქ ყოფნამ გამოიწვიოს სხვა თანამშრომლობაც და დაძმობილების პროექტები, ჩვენ მოხარული ვიქნებით. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას იმ პატივისთვის, რაც თქვენ მომანიჭეთ პლეადის ორდენით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- "ვერავინ შეძლებს მთელი მსოფლიოს სამუდამოდ მოტყუებას, ვერც პუტინი, ვერავინ შეძლებს ყველას წინააღმდეგ წასვლას" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ამომრჩევლებს დავპირდით, რომ განათლების რეფორმა პრიორიტეტული იქნებოდა, ეს განათლების ის რეფორმაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა"
- "რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომს, თუმცა თუ ევროპა მოინდომებს და დაიწყებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ"- ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 დეკემბრისთვის
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო