აშშ-დან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ვინ დარჩა? უსათუოდ რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ? - გიული ალასანია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, თუ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნაში ეჭვი ეპარება, შეუძლია პირადად მოინახულოს.
როგორც მან კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესამოწმებლად თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოიყვანეს ექიმი.
„ვინ არიან სხვა ექიმები? ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან. ვინ დარჩა? უსათუოდ რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ? ყველა, ვინც საჭირო იყო, ჩამოვიყვანეთ, გასინჯეს, ნახეს. აქ გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები და ყველამ ნახა. აღარ ვიცი, ვინ უნდა გასინჯოს კიდევ. თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს“, - განაცხადა ალასანიამ.
მისი აზრით, პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით ინციდენტი პენიტენციურმა სამსახურმა მოაწყო.
„აბა ვინ, მე მოვაწყვე? პენიტენციურ სისტემას ყოველთვის ეძლევა მითითება და ისინი იმას ასრულებენ, რასაც მიუთითებენ“, - განაცხადა ალასანიამ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს