"ძალიან რთული ვითარებაა, ძალიან მძიმე პირობებია სამუშაოდ, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, არსებობს კონკრეტული გეგმა"
მაქსიმალური ინტენსივობით მიმდინარეობს სამუშაოები - მაშველები, ჯარი, ტექნიკა. ძალიან რთული ვითარებაა, ძალიან მძიმე პირობებია სამუშაოდ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რაჭაში, ჟურნალისტებს განუცხადა.
„რეალურად, ძალიან დიდ მასასთან გვაქვს საქმე. ეს არის ლამი, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს სამუშაოებს. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ხდება ორი გზის გაყვანა იმგვარად, რომ მაქსიმალური ძალისხმევა არის კოტეჯებისკენ. ერთი ცხედარი კიდევ იქნა აღმოჩენილი. რაც შეეხება სამუშაოებს, გუშინ მოვახერხეთ 5 ერთეული ტექნიკით გადასვლა. ამჟამად დაახლოებით 15 ერთეული მუშაობს უშუალოდ არეალში, მთლიანობაში 30 ერთეულია. რეალურად, ბევრი ტექნიკის ჩართულობით ვახერხებთ იმას, რომ მობილობა იზრდება. წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ხიდის აწყობა და დღეს საგზაო დეპარტამენტმა აუცილებლად უნდა დავდოთ ხიდი. ხედავთ, რომ მდინარეზე გადასასვლელი გზაც ეწყობა პარალელურ რეჟიმში, ვიდრე ხიდი მოეწყობა. ასევე ალტერნატიული გზა, რომლითაც ჩვენ რეალურად მეორე ფრონტი გვინდა გავხსნათ და იქიდანაც გვინდა შევიდეთ უკვე მაშველებთან და ჯართან ერთად; ასევე, მესამე ფრონტი იქნება მას მერე, რაც უკვე ხიდი დამონტაჟდება. ფაქტობრივად, ვცდილობთ, რომ მთელი პერიმეტრი მოვიცვათ შეძლებისდაგვარად, წინა მხარეზეა საუბარი და გარდა ამისა, დავამატოთ ორი შესაძლო ფრონტი. ასევე მიმდინარეობს უშუალოდ შიდა ტროტუარზე არსებული ძველი გზის გაწმენდა, რომელიც შედარებით უფრო გვემორჩილება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 12 პირი.
სიახლეები
- "ვერავინ შეძლებს მთელი მსოფლიოს სამუდამოდ მოტყუებას, ვერც პუტინი, ვერავინ შეძლებს ყველას წინააღმდეგ წასვლას" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ამომრჩევლებს დავპირდით, რომ განათლების რეფორმა პრიორიტეტული იქნებოდა, ეს განათლების ის რეფორმაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა"
- "რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომს, თუმცა თუ ევროპა მოინდომებს და დაიწყებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ"- ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 დეკემბრისთვის
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო