"მნიშვნელოვანია, რომ არავინ იჩქაროს დასკვნების გამოტანა, ემოციური ფონია და ეს აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი გაირკვევა"
მნიშვნელოვანია, რომ არავინ იჩქაროს დასკვნების გამოტანა, ემოციური ფონია და ეს აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი გაირკვევა - არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება ყველაფერთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა.
მისივე თქმით, სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები არ გაჩერებულა.
„სამაშველო სამუშაოები არ გაჩერებულა. საუბარი იყო მხოლოდ ვერტმფრენთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე სათანადო პასუხი არსებობს, რომ მხოლოდ ღამის ხედვაში არ იყო საქმე. რელიეფისა და პირობების გათვალისწინებით, ვერტმფრენებს გაუჭირდებოდათ ღამის განმავლობაში სამუშაოს გაგრძელება. თუმცა აქაც არ იქნება სწორი, რომ დეტალებში შევიდე. არიან სამაშველო უწყებები, მაშველები და მათ შეუძლიათ დეტალური ინფორმაციის მოწოდება ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კრიტიკას, რომ სტიქიის ზონაში ვერტმფრენი მხოლოდ 3 საათის შემდეგ მივიდა, კობახიძე ამბობს, რომ ხეობაში არსებული პირობების გათვალისწინებით, სრული რესურსი იყო მობილიზებული.
„რა ინფორმაციაც მაქვს, რა შესაძლებლობაც იყო ვერტმფრენების და სპეცტექნიკის ჩართულობის თვალსაზრისით, ყველაფერი მაქსიმალურად გაკეთდა, ყველანაირი რესურსით იყო უზრუნველყოფილი იმ პირობების გათვალისწინებით, რაც ხეობაში იყო. ამ პირობების გათვალისწინებით სრული რესურსი იყო მობილიზებული, შესაბამისად, დაბრკოლება სამაშველო სამუშაოებს ამ თვალსაზრისით არ ჰქონიათ“,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კითხვას, შეხვდება თუ არა სტიქიის ზონაში დაკარგული ადამიანების ახლობლებს, რომლებიც შეხვედრას ითხოვენ, კობახიძე შემდეგნაირად პასუხობს: „ასეთ მდგომარეობაში არიან და ადამიანს უარი უთხრა შეხვედრაზე... რაზეა ლაპარაკი“.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის ინიციატივას, სტიქიის სალიკვიდაციო პროცესისთვის საჭირო ნივთების შეგროვების შესახებ და აღნიშნა, რომ „დამატებითი რესურსი საჭიროება არ დგას“.
„სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფას რაც შეეხება - წყალი, საკვები, ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია და რა ინფორმაციაც მაქვს, დამატებითი რესურსი საჭიროება არ დგას. დანარჩენი, ყველას თავისი არჩევანი აქვს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 12 პირი.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს